კორონავირუსი

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ დღეში 133-ით გაიზარდა და 366 გახდა

GETTY IMAGES

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 1 დღეში 133-ით გაიზარდა და 366 გახდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც 1 დღის წინ 5 883 იყო, 25%-ით გაიზარდა. შედეგად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7 375 გახდა.

ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს - ლომბარდიის რეგიონის, ასევე 14 სხვა ცენტრალური და ჩრდილოეთ პროვინციის მაცხოვრებლებს ტერიტორიაზე შესასვლელად ან დასატოვებლად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ზომები ეხება მილანსა და ვენეციასაც. 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 7 375 ადამიანი დაინფიცირდა, 622 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 366 ადამიანი. 650 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვმა 109 694-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 60 956 პირი, გარდაიცვალა 3 802. 

იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

კომენტარები