ვუდი ალენი

თანამშრომლების პროტესტის შემდეგ HACHETTE BOOK GROUP ვუდი ალენის მემუარებს აღარ გამოუშვებს

0 კომენტარი
ფოტო: Variety.com

The Hachette Book Group-მა გადაწყვეტილება მიიღო და ის ვუდი ალენის მემუარებს აღარ გამოუშვებს - ამის შესახებ წიგნის გამომცემლობამ განცხადება თანამშრომლების პროტესტის შემდეგ გამოაქვეყნა.

ხუთშაბათს, კომპანიის თანამშრომლებმა ოფისებთან საპროტესტო აქციები გამართეს, რომლითაც ისინი ცნობილი რეჟისორის მემუარების დაბეჭდვას ეწინააღმდეგებოდნენ.

"მისტერ ალენის წიგნის გამოშვების შეწყვეტა ძნელად მისაღები გადაწყვეტილება იყო. HBG-ში ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ავტორებთან ურთიერთობას და მარტივად ვერ ვწყვეტთ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოგვიშვია და გავავგრძელებთ ბევრი გამომწვევი წიგნის გამოშვებას. როგორც გამომცემლები, ყოველ დღე ვრწმუნდებით, რომ ჩვენგან შესაძლებელია გაიგოთ განსხვავებული ხმები და მოისმინოთ პოზიციები წინააღმდეგობრივი მხრებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია წიგნის "Apropos of Nothing"-ის უფლებებს ვუდი ალენს დაუბრუნებს.

გასულ კვირას, ვუდი ალენის ვაჟმა, რონან ფეროუმ, The Hachette Book Group მამამისთან შეთანხმების გაფორმებისა და მისი მემუარების გამოშვების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ამ კომპანიასთან საქმეს აღარასდროს დაიჭერს.

წიგნის გამომცემელი კომპანიას გააკრიტიკა ვუდი ალენის ქალიშვილმა, დილან ფეროუმაც. მან თქვა, რომ მემუარების გამოცემის გადაწყვეტილების მიღება მისთვის გამაღიზიანებელი და სევდიანია.

სწორედ, დილან ფეროუს ჩვენება გახდა ვუდი ალენის მემუარების გამოშვების შეწყვეტის საფუძველი. 1992 წელს, დილან ფეროუმ, მისი მამობილი, ვუდი ალენი, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის შემთხვევის დროს 7 წლის იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები