ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ უცნობი ტიპის საარტილერიო ჭურვები გამოსცადა

კიმ ჩენ ინი
EPA

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით ჩრდილოეთ კორეამ უცნობი ტიპის 3 საარტილერიო ჭურვი გაისროლა. ჭურვები ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სამხედრო ბაზიდან იაპონიის ზღვის მიმართულებით გაისროლეს. მცირე რადიუსის ჭურვებმა 50 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და 200 კილომეტრი მანძილი დაფარა.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის თქმით, შესაძლოა ეს ბალისტიკური რაკეტები იყო, თუმცა მათ იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონამდე არ მიუღწევია.

2020 წელს პირველი სარაკეტო გამოცდა ჩრდილოეთ კორეამ 2 მარტს ჩაატარა. მათ ორი დაუდგენელი ტიპის რაკეტა გამოსცადეს.

გასულ წელს, 18 თვიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოცდა მაისში დაიწყო და მას შემდეგ ათობით რაკეტა გაუშვა.

კიმ ჩენ ინმა აშშ-ს მოლაპარაკებების გაგრძელების ბოლო ვადად 2019 წლის ბოლო დაუსახელა, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა. 2020 წელს მან გამოაცხადა, რომ ბირთვული და გრძელი რადიუსის სარაკეტო გამოცდების შეჩერების ბრძანებას აუქმებდა. ის დაიმუქრა, რომ მსოფლიო "უახლოეს მომავალში ახალ სტრატეგიულ იარაღს იხილავს".

კომენტარები