ცნობილი ადამიანები

ET: კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი შერიგდნენ

GQ

Entertainment Tonight-ის ინფორმაციით, კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი 5-თვიანი განშორების შემდეგ შერიგდნენ.

გამოცემა ამ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ისინი უკვე ერთი თვეა ოფიციალურად შერიგებულები არიან.

"მათ ერთმანეთი ყოველთვის უყვარდათ და ერთამენთს ყოველთვის პატივს სცემდნენ, თუმცა გასულ წელს დაშორება მოუწიათ, რადგან ორივეს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა. კაილი მაკიაჟის სამყაროში იყო გადაშვებული და მილიარდ დოლარიანი ბიზნესის კეთებით იყო დაკავებული, ხოლო ტრევისი ტურნეში იყო და მუსიკას აკეთებდა. წყვილი ბედნიერია, რომ ოჯახი დაიბრუნეს", - წერს Entertainment Tonight.

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი ერთმანეთს 2019 წლის ოქტომბერში დაშორდნენ. მაშინ, მათ დაშორების ერთი მთავარი მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა ამობდნენ, რომ ისინი საუკეთესო მეგობრებად დარჩნენ.

წყვილი ერთამენთს 2017 წლის აპრილიდან ხვდება. 2018 წლის თებერვალში მათ ქალიშვილი - სტორმი შეეძინათ.

კომენტარები