ვენესუელა

ვენესუელას საარჩევნო კომისიაში ხანძარმა ხმის მისაცემი აპარატურის დიდი ნაწილი გაანადგურა

8 თებერვალს ვენესუელას საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ხანძარმა მათ შენობაში ხმის მისაცემი აპარატურის უმეტესი ნაწილი გაანადგურა.

7 თებერვალს შენობაში ცეცხლი გაჩნდა და დაახლოებთ 50 000 ხმის მიმცემი აპარატურა და დაახლოებით 600 კომპიუტერი გაანადგურა.

"ძალიან ცოტა მათგანის გადარჩენა იყო შესაძლებელი," - განაცხადა საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ტიბისეი ლუსენამ.

"თუ არსებობს ადამიანთა მცირე რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ეს გამოიწვევს ჩვენი კონსტიტუციური საარჩევნო პროცესების დასრულებას, ისინი ცდებიან," - განაცხადა მან.

მას არ უთქვამს თუ რამდენი საარჩევნო აპარატურა გადარჩა, ასევე არ უხსენებია მომხდარი რა გავლენას იქონიებს მომავალ არჩევნებზე.

საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა პროკურორებს სთხოვა გამოეძიათ, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.

ვენესუელას არჩევნებისთვის Smartmatic-ის აპარატურას იყენებს. კომპანიამ ვენესუელასთვის მომსახურეობა 2017 წლის არჩევნების შემდეგ შეწყვიტა - კომპანიამ განაცხადა, რომ არჩევნებზე შედეგები ვენესუელას მთავრობის სასარგებლოდ, დაახლოებით 1 მილიონი ხმით გაბერეს.

მიმდინარე წელს ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

2018 წლის არჩევნებში ნიკოლას მადურო ხელახლა აირჩიეს, თუმცა ოპოზიცია, საერთაშორისო საზოგადოება მას არჩევნების გაყალბებაში და ამომრჩეველთა მოსყიდვაში ბრალს სდებდა. არჩევნებს ბოკიოტი გამოუცხადეს. მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადურომ გასული წლის მაისში ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ხუან გუაიდომ თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და როგორც ეროვნული ასამბლეის ლიდერი ქვეყნის გარდამავალი პრეზიდენტი იქნება. აშშ-მა და კიდევ 50-ზე მეტმა ქვეყანამ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად გასულ წელს აღიარეს.

კომენტარები