კორუფცია

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პროკურორი დააკავეს

0 კომენტარი

მთავარი პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომელი, დ.შ გააკეთეს.

უწყების განცხადებით, დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, პროკურორმა დ.შ-მ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 50 000 ლარის ოდენობით ქრთამი მოითხოვა.

"ამასთან, პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს", - აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები