MH17

2014 წელს MH17-ის ჩამოგდებაზე სასამართლო სხდომამდე დაღუპულთა ოჯახებმა რუსეთს აქცია მოუწყვეს

0 კომენტარი

8 მარტს ჰააგაში რუსეთის საელჩოსთან მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდების შედეგად დაღუპულების ახლობლებმა რუსეთის უცვლელი უარყოფა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაში წვლილი არ მიუძღვის, 298 ცარიელი სკამით გააპროტესტეს.

"ამ ქმედებით რუსეთისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ მათ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ," - თქვა ერთერთმა მომიტინგემ, რომლის ძმა 2014 წელს თვითმფრინავის ჩამოგდებას ემსხვერპლა.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2015 წლის 17 ივლისს კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, რუსეთის მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298 ადამიანი. რუსეთი თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობას ამ დრომდე უარყოფს.

9 მარტს ამსტერდამში უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიწყო. პირველი სხდომა თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 5 წლის შემდეგ იმართება. ეჭვმიტანილია 3 რუსი და 1 უკრაინელი, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული სარაკეტო სისტემის მოწყობაში, რომელმაც სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ეჭვმიტანილები ამ დროისათვის, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფებიან და სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან.

ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი სამხილებს რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა, რის შემდეგაც დაკავების ორდერები გამოიცა 4 ეჭვმიტანილზე: სერგეი დუბინსკიზე, ოლეგ პულატოვზე და იგორ გირკინზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ასევე უკრაინის ერთ მოქალაქეზე - ლეონიდ ხარჩენკოზე.

გირკინი ამბობს, რომ ამბოხებულებს კავშირი არ აქვთ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. სხვა ეჭვმიტანილები კომენტარს არ აკეთებენ.

2018 წელს გამოძიებამ დაადგინა, რომ რაკეტა, რომელმაც მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი MH17 ჩამოაგდო რუსული წარმოშობისაა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადიდან გაისროლეს.

გამოძიებაში მონაწილეობდა უკრაინა, ნიდერლანდები, ავსტრალია, მალაიზია და ბელგია. 2017 წელს ისინი შეთანხმდნენ, რომ სასამართლო ნიდერლანდებში გამართულიყო.

პროკურორების თქმით ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ 298 ადამიანის მკვლელობა და თვითმფრინავის ჩამოგდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა რუსეთი საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციაზე უარს ამბობს. გარდა ამისა კრემლი არ აღიარებს საერთაშორისო გამოძიების და დამოუკიდებელი სასამართლოს ლეგიტიმურობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები