რომან პოლანსკის

პოლანსკის კრიტიკის გამო ფრანგ მსახიობს კარიერის განადგურებით ემუქრებიან

Cesar-ის დაჯილდოებაზე, რომან პოლანსკის საუკეთესო რეჟისორად დასახელებისას დარბაზი პროტესტის ნიშნად რამდენიმე მსახიობმა დატოვა. მათ შორის ფილმში Portrait de la jeune fille en feu მთავარი როლის შემსრულებელმა - ადელ ენელმა. ამის გამო ცნობილი კასტინგების დირექტორი ოლივიე კარბონი ქალს კარიერის დანგრევით ემუქრება. 

დაჯილდოების შემდეგ, კარბონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ენელი კარიერას გამოემშვიდობება და პოლანსკის მხარდამჭერი რეჟისორები მას თავიანთ შავ სიაში შეიყვანენ. მოგვიანებით კარბონმა ეს განცხადება Facebook-დან წაშალა. 

ოლივიე კარბონი ფრანგულ კინემატოგრაფში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. მას უმუშავია ფილმებზე La môme, The Transporter, Inglourious Basterds.

გამოცემასთან Paris Match ადელ ენელმა აღნიშნა: "დარბაზს არ მივატოვებდი, ჩემს უკან მჯდარ კაცს, რომ არ ეყვირა -  "ბრავო, რომან! ამან გამაცოფა!" 

კომენტარები