NATO-ს შტაბბინაში კორონავირუსი დაფიქსირდა

nato.int

NATO-ს ბრიუსელის შტაბბინაში მომუშავე ერთ ადამიანს ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა. 

როგორც NATO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი თანამშრომელი ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ, რის შემდეგაც Covid 19-ზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ახლა ის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. 

"Covid19-ის დადასტურების შემდეგ, NATO-ს შტაბბინაში მომუშავე ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო მომხდართან დაკავშირებით. ისინი მუშაობას სახლიდან აგრძელებენ. ნატო აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით და აპირებს ყველა საჭირო ზომის მიღებას,"- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები