კრიმინალი

ყალბი დიპლომი, ქორწინების და დაბადების მოწმობები 800 დოლარად - თბილისში 2 პირი დააკავეს (Video)

სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია 100-ზე მეტი ორგანიზაციის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საბანკო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, ნოტარიუსების ბეჭდები და შტამპები.

"ბრალდებულები, რომლებსაც თბილისში გააჩნდათ ტურისტული ოფისი, დაინტერესებული პირებისთვის ამზადებდნენ და ასაღებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტს. ბრალდებულებმა, მათ მიერ დამზადებული, ყალბი საბანკო ამონაწერი, სახელფასო ცნობა, დიპლომი, დაბადებისა და ქორწინების მოწმობები, 800 აშშ დოლარად გაასაღეს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

კომენტარები