კორონავირუსი

იმნაძე: ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, ეს უსაფუძვლო ეჭვი იყო

რუსთავი 2

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან 28 ანალიზის შედეგი მიიღეს და ყველა უარყოფითია. იმნაძემ TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ ბაკურიანში მდებარე სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

"ამ 28 ანალიზში იყო ძალიან ბევრი კონტაქტი და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, იმიტომ, რომ ბაკურიანში დიდი პანიკაა. იქ იყო უსაფუძვლო ეჭვი, რომ ერთერთი სასტუმროს მომსახურე პერსონალი შეიძლება ყოფილიყო ინფიცირებული, მინდა დავაწყნარი ბაკურიანში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები, რომ პასუხი უარყოფითია“, – აცხადებს იმნაძე.

ბაკურიანის სასტუმროს 30 წლამდე თანამშრომელმა ინფექციურ საავადმყოფოს სიცხით და გაციების სიმპტომებით 8 მარტს მიმართა. ქალი იტალიიდან 17 თებერვალს ანუ 21 დღის წინ დაბრუნდა. დაახლოებით ერთ კვირაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ასეული შემთხვევა დადასტურდა, 8 მარტის მონაცემებით კი, ეს რიცხვი 7 000-ზე მეტია.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოდან იტალიაში აიკრძალა პირდაპირი ფრენები. ჯანდაცვის და საგარეო უწყებები იტალიაში მოგზაურობის ისტორიის მქონეებს 14-დღიანი თვითიზოლაციისკენ ან კარანტინისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნახეთ აქ.

კომენტარები