Edison Research

Edison Research: მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

benjielayug.com

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73% მიიჩნნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 27% ფიქრობს, რომ სწორი.

კვლევის თანახმადვე, ევროკავშირის მიმართ პოზიტიური განწყობა მოსახლეობის 89%-ს აქვს, Nato-ს მიმართ - 84%-ს, აშშ-ის მიმართ 85%-ს, რუსეთის მიმართ 35%-ს.

გამოკითხულთა 85% საქართველოს Nato-ში გაწევრიანებას ემხრობა, ხოლო 90% - ევროკავშირში გაწევრიანებას. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ახლანდელ ურთიერთობას რუსეთთან, ამას გამოკითხულთა 37% პოზიტიურად აფასებს, ხოლო 63% - ნეგატიურად.

გამოკითხულთა 84% მცდარ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაუქმებას. გამოკითხულთა უმეტესობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში მთავარ ინვესტორად აშშ-ს (64%) და ევროპას (65%) ისურებდა. კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 11% ასახელებს რუსეთს.

Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ცნობით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

კომენტარები