Edison Research

Edison Research: პარლამენტს არ ენდობა 64%, პრეზიდენტს 71%, პრემიერს - 56%, ცესკოს - 59%

yalt.crcna.org/

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს (87%), ეკლესიას (85%), უნივერსიტეტებს (68%), ქართულ მედიას (67%) და პოლიციას (65%) ენდობა.

სახალხო დამცველს ენდობა გამოკითხულთა 58%, ადგილობრივ ხელისუფლებას - 51%, არასამთავრობო ორგანიზაციებს - 49%. პრემიერმინისტრს მხოლოდ 44% ენდობა, ცესკოს - 41%, პარლამენტს 36%, პრეზიდენტს - 29%. 

ქართულ ბანკებს და ქართულ სასამართლოს მოსახლეობის 41-41% ენდობა, პროკურატურას - 39%, მთავრობას - 38%, პოლიტიკურ პარტიებს - 35%.

Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ცნობით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

კომენტარები