Edison Research

როგორია პოლიტიკური განწყობები საქართველოში - Edison Research-ის კვლევა

ტაბულა

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 29% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 17% ენმ-ს, 6% ევროპულ საქართველოს, 4-4% ლეიბორისტულ პარტიასა და პატრიოტთა ალიანსს, 3% ლელოს, 2-2% სამოქალაქო მოძრაობას, ახალი საქართველოსთვის და დემოკრატიულ მოძრაობას, 1-1% გირჩს, თავისუფალ საქართველოს, ეკა ბესელიას "სამართლიანობისთვის" და ირაკლი ოქრუაშვილის გამარჯვებულ საქართველოს. ამ შემთხვევაში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 28%-ია.

Edison Research-მა ხმები ალოკაციის მეთოდითაც დათვალა, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება მიიღებდა 39%-ს, ენმ - 23%-ს, ევროპული საქართველო 8%-ს, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი 6-6%-ს. ლელო 5%-ს, სამოქალაქო მოძრაობა 3%-ს, ახალი საქართველოსთვის, დემოკრატიული მოძრაობა და გირჩი - 2-2%-ს. თავისუფალი საქართველო, "სამართლიანობისთვის" და "გამარჯვებული საქართველო" 1-1%-ს.

კითხვაზე, "დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ გაერთიანებას მისცემდით ხმას", მოსახლეობის 53% ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ერთობას ასახელებს, 40% - ქართულ ოცნებას, ხოლო 7% - "პატრიოტთა ალიანსსა და სხვებს". 

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიებისადმი დამოკიდებულებებს, მოსახლეობა ყველაზე ნეგატიურად გირჩის (87%) და ქართული ოცნების (84%) მიმართ არის განწყობილი, ხოლო ყველაზე პოზიტიურად "ახალი საქართველოს", "ევროპული საქართველოს" და "სამოქალაქო მოძრაობის" მიმართ.

როგორია თქვენი დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ:

  • ქართული ოცნება - 16% პოზიტიურად, 84% - ნეგატიურად;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 23% პოზიტიურად, 77% - ნეგატიურად.
  • ევროპული საქართველო - 32% პოზიტიურად, 68% ნეგატიურად.
  • ლეიბორისტული პარტია - 30 % პოზიტიურად, 70% - ნეგატიურად.
  • პატრიოტთა ალიანსი - 24% პოზიტიურად, 76% - ნეგატიურად.
  • ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა - 31% პოზიტიურად, 69% ნეგატიურად.
  • გიორგი ვაშაძის ახალი საქართველოსთვის - 33% პოზიტიურად, 67% ნეგატიურად;
  • გირჩი - 13% პოზიტიურად, 87% ნეგატიურად;
  • ლელო - 25% პოზიტიურად, 75% ნეგატიურად;
  • ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - 22% პოზიტიურად, 78% ნეგატიურად.

Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ცნობით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

კომენტარები