კორონავირუსი იტალიაში

კორონავირუსის გამო იტალია მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადდა

BBC

კორონავირუსის გამო იტალია მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადდა. ჩრდილოეთ იტალიის შემდეგ, შეზღუდვები მთელს ქვეყანაში გავრცელდა. გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ გამოაცხადა და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა თავშეყრის ადგილებში ყოფნა. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. მოსახლეობას სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მუშაობის ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლება. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ჯუზეპე კონტეს თქმით, შეზღუდვები ძალაში 10 მარტს შევა.

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1797 ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა - 97.

8 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 9 172 შემთხვევაა დადასტურებული. ეს ჩინეთის ( 80 739) შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. იტალიაში დაიღუპა 463 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 724. იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვმა 113 000-ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 62 832 პირი, გარდაიცვალა 3 990.

კომენტარები