კორონავირუსი

საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

reuters

საფრანგეთის კულტურის მინისტრს, ფრანკ რისტერს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

france24-ის ინფორმაციით, 46 წლის მინისტრს ვირუსი ორშაბათს დაუდასტურდა. ის თავს კარგად გრძნობს და პარიზში, საკუთარ სახლი იმყოფება. 

გასულ კვირას მინისტრმა ქვედა პალატაში რამდენიმე დღე გაატარა, სადაც კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა. 

პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ვირუსი ერთნაირად ვრცელდება ყველა მოქალაქეზე. მისივე თქმით, მთავრობა ყველა ზომას ხმარობს რომ ვირუსის გავრცელების შანსები შემცირდეს. 

მედია აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს რამდენიმე დღეა არ შეხვედრია. 

ბოლო მონაცემებით საფრანგეთში ვირუსი 1412 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 25. 

კომენტარები