კორონავირუსი

საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში დეზინფექციის ჩატარება სთხოვა

საპატრიარქო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა. 

ინფორმაცია ტაბულას დაავადებათა კონტროლის ცენტრში დაუდასტურეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, "ინტერპრესნიუსს" უთხრა, დავალება გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს მისცა, რათა "დაკავშირებოდნენ კომპანიებს, ქველმოქმედების წესით ხომ არ შეუძლიათ საპატრიარქოს დაეხმარონ ამ საკითხში." 

საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნახეთ აქ.

კომენტარები