Mulan

მულანის რეჟისორი ლი შანგის ამოღებაზე: სწორი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით MeToo ერაში

ნიკი ქარო

ფილმ მულანის რეჟისორმა, ნიკი ქარომ, Huffpost-თან ლი შანგის პერსონაჟის ამოღების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ ფანების რეაქციებმა გაახსენა, როგორი გატაცებულები არიან ისინი.

"ამან გამახსენა, როგორი გატაცებული აუდიტორია ყავს მულანს. ამან გაზარდა მოლოდინები ჩემთვის - მოლოდინები ჩემი თავისგან, რომ შემიძლია მათ შევთავაზო ისე რამ, რასაც არ ელოდებიან. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ისინი ამას დააფასებენ და შესაძლოა კიდევ ერთხელ შეიყვარონ მისი ისტორია. ეს არის ახალი და განსხვავებული გზა, რომ ახალი გამოცდილება მიიღონ იმისგან, რაც უკვე უყვართ", - თქვა მან.

ნიკი ქაროს თქმით, 2017 წელს, როდესაც ფილმის გადაღებას დათანხმდა, სცენარიდან უკვე ამოღებული იყო ლი შანგის პერსონაჟი.

"ეს სწორი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით MeToo ერაში. იდეა, რომ მულანს რაიმე სახის რომანტიული ურთიერთობა აქვს უფროს გენერალთან, არ ჟღერს ჩემთვის სწორად", - თქვა მან.  

დისნეიმ მულანის ფილმიდან ლი შანგის პერსონაჟის ამოღების გადაწყვეტილება MeToo მოძრაობასთან "შეუსაბამობის" გამო მიიღო.

ფილმში, ლი შანგის პერსონაჟი ორად იქნება გაყოფილი - ერთი მხარე გენერალი ტანგი იქნება, რომელიც მულანის მამისა და მენტორის როლს შეითავსებს, ხოლო მხარე ჰონგუი იქნება, რომელიც მულანის თანასწორ ჯარისკაცად იქნება წარმოდგენილი.

მულანის ფილმის ვერსია კინოთეატრებში მიმდინარე თვეში, მარტში გამოვა.

კომენტარები