ხანძარი

საგანგებო: მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა: ვაკიჯვარსა და გომის მთაზე გურიაში, კრიხში, ხვანჭკარასა და ონში რაჭაში, თეთრიწყაროში ქვემოქართლში, რკონსა და გოსტიბეში, საჩხერე სოფელ ჭალოვანში, სამეგრელო სოფელი ლია.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000 მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

კომენტარები