კონგრესმენების წერილები

მორიგი კონგრესმენის წერილი - წუხილი დემოკრატიის შესუსტებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, კორუფციაზე

9 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ის კონგრესიდან მორიგი კრიტიკული წერილი მიიღო.

წერილის ავტორი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, კონგრესმენი რობ ბიშოპია.

"დღეს გწერთ, რათა გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება, დაკავშირებული საქართველოში განვითარებულ მიმდინარე მოვლენებთან, რითაც აშკარავდება გაგრძელებული, შემაწუხებელი შესუსტება დემოკრატიული ღირებულებებისა და ამასთან დაკავშირებული გაუარესება ეკონომიკურ კეთილდღეობაში," - ვკითხულობთ წერილის დასაწყისში.

ამის შემდეგ კი კონგრესმენი ბიშოპი ასახელებს იმ პრობლემებს, რაც მის წუხილს იწვევს:

"მაწუხებს დაპირებული დემოკრატიული რეფორმების ჩაგდება, ცნობები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე პოლიტიკური ოპონენტების, მედიის წარმომადგენლების, საერთაშორისო და ამერიკელი კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიუღებელი მიზანში ამოღების, დაკავების, დამცირების შესახებ."

ამასთან, კონგრესმენი საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ უარყოფით ტენდენციებზე კორუფციის მიმართულებით და შემაშფოთებელს უწოდებს Facebook-ის მიერ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშების გამოაშკარავებას, რომლებიც მუშაობდნენ "ანტი დასავლური და ანტი ამერიკული სენტიმენტების სასარგებლოდ."

წერილში რობ ბიშოპი ამბობს, რომ ამ და სხვა მიზეზების გამო უერთდება საქართველოს სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის სანქციათა კანონპროექტს.

 

კომენტარები