აშშ - რუსეთი

აშშ: START-ის ახალი პაქტი რუსეთის ახალ შეიარაღებასაც უნდა მოიცავდეს

EPA

9 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბირთვული შეიარაღების შეთანხმების გაფართოება აშშ-სა და რუსეთს შორის უნდა მოიცავდეს იმ ახალი იარაღების სისტემას, რომელსაც რუსეთი ახლა ავითარებს. 

ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტს (START), რომელიც სტრატეგიულ ბირთვული რაკეტების სატყორცნ დანადგარებს აკონტროლებს, 2021 წლის თებერვალში ვადა ეწურება.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ახალი შეთანხმება უნდა მოიცავდეს "ახალ სისტემებს, როგორიცაა ბირთული ენერგიით აღჭურვილი შეიარაღება, წყლისქვეშა სისტემა, დრონი ბირთვული შეიარაღებით სახელად პოსეიდონი, ბირთვული საკრუიზო რაკეტა, საჰაერო ბალისტიკური რაკეტა და ამგვარი შეიარაღება".

ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ახალ START-ში ჩინეთის ჩართვაც სურთ.

აშშ და რუსეთმა შეთანხმებას ხელი 2011 წელს მოაწერეს. შეთანხმება, შესაძლოა, 5 წლით გახანგრძლივდეს. მოსკოვი გაგრძელებას დათანხმდა.

აშშ-მა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება (INF) გასული წლის 2 აგვისტოს სრულად დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რაკეტების ნებისმიერ ახალ განლაგებას რუსეთი უყოყმანოდ უპასუხებდა.

კომენტარები