კორონავირუსი

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

news.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მის შესაჩერებლად. 

"ჩვენს ერთერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი. გადაწყვეტილებაა მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია, რადგან ეს დაკავშირებულია მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, მათ ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და საზოგადოების უსაფრთხოებასთან"- ამბობს ამირან გამყრელიძე. 

ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 15 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 178 ადამიანი, ხოლო 21 თებერვლიდან მოყოლებული თვითიზოლაციის რეკომენდაცია 1108 ადამიანს მისცეს. 

კომენტარები