ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

beyroutey.com/

ხვალ, 11 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ბესიკის, ზიჩის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, ასათიანის და გრიბოედოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, დიდი ხეივნის დასახლების, დიდი ხეივნის II ქუჩის, დიდი ხეივნის, ხეივნის, გორგასლის, დიმიტრი გულიას, ორთაჭალის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის, გულუას, უსახელოურის, ახალი რეხის, შოთა ნიშნიანიძის, კოტე აფხაზის, არტურ ლაისტის, მეგობრობის, აჰმედ ჯავადის და მიკოლა ბაჟანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, დიდი ხეივნის დასახლების, დიდი ხეივნის II ქუჩის, დიდი ხეივნის, ხეივნის, გორგასლის, დიმიტრი გულიას, ორთაჭალის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის, გულუას, უსახელოურის, ახალი რეხის, შოთა ნიშნიანიძის, კოტე აფხაზის, არტურ ლაისტის, მეგობრობის, აჰმედ ჯავადის და მიკოლა ბაჟანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გუდამაყრის, გურამიშვილის და თიანეთის ქუჩების ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვიის გამზირის და გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის და მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძის და ილია ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.

კომენტარები