ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინი: ჯენიფერ ენისტონი მოსაკლავია

ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის საქმეებზე დამნაშავედ ცნეს. მისი ადვოკატები პროდიუსერისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ ამიტომ სასამართლოსთან ურთიერთობა ჯერ არ დასრულებულა. 

მედიას ხელში ჩაუვარდა ჰარვი ვაინშტაინისა და მისი ადვოკატების მიმოწერა. ერთ-ერთ წერილში, პროდიუსერმა გაიგო, რომ National Enquirer აპირებს გამოაქვეყნოს სტატია, რომელიც მას ჯენიფერ ენისტონის სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. გამოცემა National Enquirer წერდა, რომ ბრალდება ეფუძნება ენისტონის მეგობრების მიერ მოყოლილ ამბებს. 

"ჯენ ენისტონი მოსაკლავია".  მიწერა წარმომადგენელს ვაინშტაინმა. 

ჯენიფერ ენისტონის წარმომადგენლები უარყოფენ ჰარვი ვაინშტაინის მიერ ენისტონზე ნებისმიერი სახის ძალადობას. 

"გამოცემის The National Enquirer ბრალდება ტყუილია. ვაინშტაინს არასდროს შეუვიწროებია ან უძალადია ენისტონზე" თქვა სტივენ ჰუვანმა, ენისტონი წარმომადგენელმა.

გამოცემას The National Enquirer სტატია არ გამოუქვეყნებია. 

წყარ

კომენტარები