კორონავირუსის გამო ევროპულმა ბანკებმა შესაძლოა 30 მილიარდი ევრო იზარალონ

კორონავირუსის აფეთქების გამო, ევროპული ბანკები მომდევნო წლებში ვერ მიიღებენ სუფთა მოგებას 34 მილიარდი ევროს ოდენობით. ამის შესახებ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის Goldman&Sachs-ის დასკვნაშია ნათქვამი. 

ბანკის ანალიტიკოსების აზრით, მოგების 7%-იანი კლება საკრედიტო რისკის ზრდით და ბანკების შემოსავლის კლებით იქნება განპირობებული. სავარაუდო ზარალი კიდევ უფრო, 11%-მდე გაიზარდა ორშაბათს, მას შემდეგ, რაც ევროპულმა და მსოფლიო ბაზრებმა მნიშვნელოვანი კლება აჩვენა. 

ბანკების მოგება, ასევე შესაძლოა შემცირდეს იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების საპასუხოდ ევროპული ცენტრალურ ბანკებს მონეტარული პოლიტიკის შემცირება მოუწევთ.

Goldman&Sachs-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ყველაზე მეტად დაბალი რენტაბელურობის მქონე ბანკები დაზარალდებიან. დასკვნაშია აღნიშნულია, რომ ბანკების ფინანსური მდგომარეობა ბოლო ათ წელში ყველაზე ოპტიმისტურია. 

წინა კვირებში გავრცელდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის [OECD] კვლვეა, რომლის მიხედვით ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, გლობალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა განახევრდეს. 

ამავდროულად, გავრცელდა ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის პროგნოზი გლობალური ეკონომიკური ზრდის შესახებ. ამ დასკვნაში განხილული ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, გლოობალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა ნულზე დავიდეს.

კომენტარები