თეთრი ჟირაფი

კენიაში ბრაკონიერებმა ორი უიშვიათესი თეთრი ჟირაფი მოკლეს

ჩრდილო-აღმოსავლეთ კენიაში მდებარე გარისას ოლქის დაცულ ტერიტორიაზე ბრაკონიერებმა ორი უიშვიათესი თეთრი ჟირაფი მოკლეს. მდედრი ჟირაფის და მისი ბოჟიკის კარკასები რეინჯერებმა იპოვეს. ბრაკონიერები ამ დრომდე არ დაუჭერიათ. მათი მოტივი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ცოცხალია კიდევ ერთი თეთრი ჟირაფი, რომელიც ასევე კენიაში ბინადრობს. ის, სავარაუდოდ, მსოფლიოში უკანასკნელი თეთრი ჟირაფია.

თეთრი ჟირაფები კენიაში პირველად 2016 წელს დააფიქსირეს. მათ ლეიკიზმი აქვთ, რაც რამდენიმე ტიპის პიგმენტის, მათ შორის მელანინის ნაკლებობას გულისხმობს. ალბინიზმისგან განსხვავებით ლეიკიზმი თვალის ფერზე არ ახდენს გავლენას.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ჟირაფების რაოდენობა 40%-ით შემცირდა. ბრაკონიერები მათ ხორცის და ტყავის გამო კლავენ. 1985 წელს პლანეტაზე 155,000-მდე ჟურაფი ბინადრობდა, 2015 წელს კი ეს რიცხვი 97,000-მდე იყო შემცირებული.

კომენტარები