Amazon Prime Video-მ იტალიელებს უფასო წვდომა შესთავაზა

GETTY IMAGES

ფილმებისა და სერიალების სტრიმინგის სერვისმა, Amazon Prime Video-მ, საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ სახლში დარჩენილ იტალიელებს უფასო წვდომა შესთავაზა.

Netflix-ის კონკურენტი პლატფორმა ამგვარად ცდილობს იტალიელების გულის მოგებას იმ პირობებში, როცა ქვეყანა მთლიანადაა ჩაკეტილი.

ამ დროისათვის იტალიაში კორონავირუსის 10 149 შემთხვევაა აღრიცხული, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მსოფლიოს მასშტაბით კი მხოლოდ ჩინეთს ჩამოუვარდება.

აქედან 724 პაციენტი უკვე განკურნებულია, ხოლო 631 გარდაიცვალა.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 8 მარტს ჩრდილოეთ იტალიაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს, 10 მარტს კი, კარანტინის ზონად მთელი იტალია გამოცხადდა - ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა თავშეყრის ადგილებში ყოფნა. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. მოსახლეობას სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ სამსახურის ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლება.

კომენტარები