მულანი

ფილმმა Mulan კრიტიკოსებისა და მაყურებლების დადებითი შეფასება მიიღო

Mulan
Business Insider

გუშინ ლოს-ანჯელესში დისნეის კლასიკური ანიმაციის Mulan კინორიმეიქის პრემიერა გაიმართა. 

პრემიერას როგორც ამერიკელი კრიტიკოსები ისე კინომოყვარულები დაესწრნენ. მაყურებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ფილმი დადებითად შეაფასა. 

"მულანი ორჯერ ვნახე და პირდაპირ გეტყვით შესანიშნავია. ერთმნიშვლოვნად დისნეის ანიმაციის საუკეთესო მხატვრული ადაპტაციაა. თუ არ ვცდები დისნეის პირველი ეპიკური ბატალური სცენა ვიხილე. ლამაზი, ჩამთრევი, მდიდარი და შთამბეჭდავი სურათია, ბრწყინვალე მსახიობებითა და ნიკი კაროს საოცარი რეჟისურით."

 

"მულანი დისნეის ანიმაციის ერთ-ერთი საუკეთესო ადაპტაციაა. ფილმი 1998 წლის ორიგინალს პატივს მიაგებს, ასევე ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების მოდერნიზებული ბალადაა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ოპერატორული ნამუშევარი და აღმოსავლური ორთაბრძოლის სტილში გადაწყვეტილი ბატალური სცენები."

"კონკიას შემდეგ საუკეთესო დისნეის მხატვრული რიმეიქია, სიმღერებიც კი არ დამაკლდა. შემქმნელებმა ნაცნობ ისტორიაში ახალი ელემენტები შემოიტანეს. მშვენიერი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, გულიანი განწყობითა და იუმორით." 

კომენტარები