ტომ ჰენქსი

ტომ ჰენქსსა და რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ

ავსტრალიაში ტომ ჰენქსსა და მის ცოლს რიტა უილსონს ახალ კორონავირუსზე  ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. 

მსახიობები ავსტრალიაში, ელვის პრესლიზე ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმის გადაღების გამო არიან. სურათში ჰენქსი პრესლის მენეჯერის როლს შეასრულებს. 

ინფორმაცია დაავადების შესახებ ჰენქსმა ინსტაგრამის დახმარებით გააზიარა. მსახიობმა დაწერა:

"სალამი მეგობრებო! მე და რიტა აქ ვართ ავსტრალიაში. თავი სუსტად ვიგრძენით, ცოტათი ძვლებში გვტეხდა კიდევაც. რიტას ციებაც დაეწყო. დაბალი სიცხეც. ყველაფერი სწორად რომ გაგვეკეთებინა, კორონავირუსზე ტესტი ჩაგვიტარეს და დადებითი პასუხი მოვიდა. კარგით. და ახლა რა უნდა ვქნათ? ჩვენ, ჰენქსებს ჩაგვიტარდება ტესტირებები, დაგვაკვირდებიან და იმდენი ხნით ვიქნებით იზოლირებულები, რამდენითახ კაცობრიობის უსაფრთხოებას სჭირდება. მსოფილიოს სიახლეებს გავაგებინებთ, ყველანი თავს მოუფრთხილდით!"

კომენტარები