კორონავირუსი

იუვენტუსის ფეხბურთელს კოროვანირუსი დაუდგინდა

Skysports.com

იუვენტუსის მცველს, დანიელე რუგანის, კორონავირუსი დაუდგინდა - ამის შესახებ იტალიურმა კლუბმა თვითონ გამოაცხადა.

სერია A-ს წარმომადგენლების განცხადებით, ფეხბურთელისა და მისი კონტაქტების შემთხვევაში ისინი იცავენ იზოლაციის ყველა იმ წესს, რომლებიც რეკომენდირებულია. 

მათ ასევე თქვეს, რომ 25 წლის დანიელე რუგანის სიმპტომები არ აღენიშნება.

იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის სერია A, კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერებულია. ქვეყანაში, 12 მარტის მონაცემებით, 12 462 კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არის გამოვლენილი, 827 ადამიანი გარდაიცვალა და 1 045 კი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 126 380 შემთხვევა არის დაფიქსირებული, 4 634 ადამიანი ვირუსის შედეგად გარდაცვლილია და 68 310 კი გამოჯანმრთელებული.

კომენტარები