კორონავირუსი

გახარია: კარანტინს გაივლიან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან ჩამოსულებიც

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის რეჟიმი როგორც ჩვენი ქვეყნის ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. პრემიერის თქმით, 14 დღიან კარანტინს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან ჩამოსულიმგზავრებიც გაივლიან. აქამდე ეს რეჟიმი მოქმედებდა ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ირანიდან ჩამოსული მოქალაქეებისათვის.

"ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. ხოლო ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ მას აქვს ჩატარებული კვლევა კორონავირუსზე, ან ისიც გაუვლის 15 დღიან საკარანტინო რეჟიმს. გარდა ამისა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან რამდენიმე თვით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას," - ამბობს გახარია.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. საზღვარზე შემოსვლის რეჟიმი გამკაცრებულია და შეჩერებულია პირდაპირი ფრენები იტალიიდან და ირანიდან.

კომენტარები