აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო: დიპლომატები ბავშვებისთვის მოთხრობებს Facebook Live-ის მეშვეობით წაიკითხავენ

ამერიკის საელჩო საქართველოში სკოლაში სწავლის გადადების გამო პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც დიპლომატები ბავშვებს მოთხრობებს ფეისბუქ გვერდის საშუალებით წაუკითხავენ. 

"სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში, გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ", - ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე  პირველი Live ხვალ, 13 მარტს, 14:00 საათზე იქნება.

პირველი მოთხრობა, რომელსაც ამერიკელი დიპლომატი, ალთეა ქოლი-მერფრი წაიკითხავს, დოქტორ სიუსის "ლორაქსია". 

კორონავირუსის გამო, საქართველოში სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა

კომენტარები