ვიდეო თამაშების გამოფენა - E3 კორონავირუსის გამო გაუქმდა

Thurrott

მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილი უმსხვილესი ვიდეო თამაშების გამოფენა Electronic Entertainment Expo(E3) ახალი კორონავირუსის გამო გაუქმდა. 

ღონისძიების ორგანიზატორები გამოფენის ონლაინ ფორმატში ჩატარებაზე მსჯელობენ. 

E3 პირველად 1996 წელს გაიმართა. გამოფენაზე ვიდეო თამაშების, პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიები წარადგენენ თავიანთ პროდუქტებს: ვიდეო თამაშებს, ვიდეო თამაშების კონსოლებს, კომპიუტერულ აქსესუარებსა და ა.შ. 

ყოველი ცერემონიის დასრულების შემდგომ, წარმოდგენილი პროდუქტები ფასდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ და გამარჯვებულებს გადასცემენ Game Critics Awards-ის ჯილდოს. ჯილდოვდებიან საუკეთესო იდეებისთვის, პრეზენტაციებისთვისა და ელექტრონიკისთვის, ასევე ასახელებენ ყველაზე იმედგამაცრუებელ პრეზენტაციებსა და პროდუქტებს.

კომენტარები