სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ვოლსკი სახ. დეპ-ზე: შენიშვნები, თუ არის ობიექტური, რა საკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ

ტაბულა

"შენიშვნები, თუ არის ობიექტური, რა საკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გუშინ, 11 მარტს, გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების ანგარიშს

"არის საკითხები, რაზეც გვმართებს საუბარი. მაგალითად, არის ისეთი თემები, შენიშვნები, რომელზეც იქვე მითითებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ან რომელიმე სხვა ორგანიზაციის ინფორმაციის საფუძველზე არის გაკეთებული. ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. არ შეუძლება, რომ სულ ვიყოთ ანტაგონიზმის პოზიციაში და ყველაფერი უარვყოთ", - თქვა ვოლსკიმ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების ანგარიში 11 მარტს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ "მნიშვნელოვანი პრობლემებია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებით და სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად. უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გადამეტება, არსებითად ჩარევა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ; და დანაშაულები, რომლებშიც ძალადობნენ ლგბტი-ი ადამიანების წინააღმდეგ ან მათ ემუქრებოდნენ". 

ანგარიში ვრცხლად ნახეთ აქ და აქ.

კომენტარები