სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ბაქრაძე სახ.დეპ-ზე: თუ ოცნება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს, კრიტიკა უფრო გამწვავდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია აქვთ საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ.

"აქამდე ქართული ოცნება ყოველთვის თავს იმშვიდებდა, რომ წერილები და კომენტარები მოდიოდა ცალკეული პოლიტიკური ფიგურებისგან და პრობლემები არ იყო ასახული ინსტიტუციურ შეფასებებში, მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში. ეს იცვლება და ვხედავთ ძალიან დეტალურ და კრიტიკულ ანგარიშს, სადაც საუბარია ყველა დაგროვილ პრობლემაზე.

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ თითქოს ვინმემ რამე არ იცის ამერიკაში, არის პირდაპირ ტყუილი, იმიტომ რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დეტალური ანგარიში აჩვენებს, რომ ძალიან კარგად იციან აშშ-ში, რა ხდება და რა პრობლემებია დაგროვილი საქართველოში. ასევე, ნიშნავს იმას, რომ ეს ინსტიტუციონალური კრიტიკა გახდება კიდევ უფრო მწვავე პოლიტიკური შეფასებების საფუძველი.

ამიტომ, თუ ქართული ოცნება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში არ გადადგამს ნაბიჯებს, მათ შორის 8 მარტის შეთანხმების შესრულების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გზით, პოლიტიკური კრიტიკა, რომელიც მოჰყვება ამას, იქნება კიდევ უფრო მწვავე", - თქვა დავით ბაქრაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების ანგარიში 11 მარტს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ "მნიშვნელოვანი პრობლემებია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებით და სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად. უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გადამეტება, არსებითად ჩარევა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ; და დანაშაულები, რომლებშიც ძალადობნენ ლგბტი-ი ადამიანების წინააღმდეგ ან მათ ემუქრებოდნენ".

ვრცლად ნახეთ აქ და აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები