კორონავირუსი და ეკონომიკა

ბაქრაძე: ეკონომიკაზე კორონავირუსის ეფექტის შესამცირებლად გადასახადები უნდა შემცირდეს

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ევროპულ საქართველოს უკვე აქვს შემუშავებული გეგმა, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და ამბობენ, რომ დაინტერესების შემთხვევაში, დეტალურად მიაწვდიან მთავრობას საკუთარ წინადადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარადგინეს. 

"ევროპული საქართველოს ხედვა არის, რომ პირველ რიგში შემცირდეს გადასახადები, და ამ გზით დავეხმაროთ ბიზნესს გადარჩეს და გადაარჩინოს სამუშაო ადგილები. ათასობით ადამიანს ემუქრება სამუშაო ადგილების დაკარგვა, იმიტომ რომ ბიზნესი ვეღარ მუშაობს.  პრობლემაა, რომ მაისში ბიზნესს მოუწევს ქონების გადასახადის გადახდა და ეს იქნება უმძიმესი დარტყმა, რომელსაც მოჰყვება ბევრი ბიზნესის დახურვა და ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა. 

ასევე აუცილებელია სასწრაფოდ გაუქმდეს ის მავნებლური რეგულაციები, რომლებიც შემოიღო მაგალითად შარშან ეროვნულმა ბანკმა და რომლითაც უკვე შარშანვე დააზიანა სამშენებლო და საკრედიტო და საცალო გაყიდვების სექტორი. დღეს არ არის მავნებლური რეგულაციების დრო. მავნებლური, შემზღუდველი რეგულაციები უნდა გაუქმდეს და ბიზნესს უნდა მიეცეს მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში მუშაობის საშუალება.

მესამე - უნდა გატარდეს ძალიან მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა იმისთვის, რომ გადასახადების შემცირების ეფექტთან ერთად მაქსიმალურად შევძლოთ ლარის სტაბილიზაცია,"- ამბობს დავით ბაქრაძე.

დავით ბაქრაძის თქმითვე, კონკრეტული ნაბიჯების გადადგა სწრაფად არის საჭირო და  რაც უფრო ადრე გადავდგამთ ნაბიჯებს, მით უფრო მარტივად გადაიტანს ქვეყნის ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეულ შოკებს. ბაქრაძე ამბობს, რომ მთავრობა ჯერ მხოლოდ ლაპარაკით და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრით არის დაკავებული, კონკრეტული ნაბიჯების გარეშე.

"ყველა ვხედავთ რა ხდება ბოლო დღეებში საქართველოში, როდესაც თანმიმდევრულად უფასურდება ლარი, როდესაც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ტურისტული სექტორი, როდესაც სასტუმროების ჯავშნები პრაქტიკულად 90% გაუქმდა, 20%-ზე მეტით არის შემცირებული ავია-გადაზიდვები, უმძიმეს მდგომარეობაშია კვების სექტორი, გადაზიდვების სამსახური. ამიტომ, უკვე ჩანს ყველა ნიშანი იმის, რომ კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იქნება მძიმე," - ამბობს ბაქრაძე.

კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა ევროპულმა საქართველომ რამდენიმე დღის წინ წარუდგინა საზოგადეობას:

1. საშემოსავლო გადასახადის 20%დან - 17%მდე შემცირება, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას თავიდან აგვაცილებს და 380 მილიონ ლარს დაუტოვებს ხალხს

2. ქონების გადასახადის განახევრება. რაც 195 მილიონ ლარს დაუტოვებს მეწარმეებსრაც ასევე სამუშაო ადგილების შემირებას შეაჩერებს

3. ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახიდს 25%ით შემცირება, რაც საწვავზე ფასს 8-10 თეთრით გააიაფებს და ზოგადად ხელს შეუშლის ფასების ზრდას ქვეყანაში მოცემული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორში 690 მილიონი ლარის დატოვებას. ეს საბიუჯეტო დანაკლისი აუცილებლად უნდა დაბალანსდეს ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯების შეკვეცით. 2012 წელთან შედარებით ქართულმა ოცნებამ 1 მილიარდი ლარით გაზარდა.

კომენტარები