კორონავირუსი და ეკონომიკა

ბოკერია: ეკონომიკაზე ვირუსის ეფექტის შესამცირებლად მთავრობამ გადასახადები უნდა შეამციროს

"მთავრობები ჰყავს ქვეყნებს იმისთვის, რომ ირეაგირონ ასეთ გამოწვევებზე," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტზე საუბრობს და ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, მათ შორის ერთიერთი მთავარი, გადასახადების შემცირებაა. ევროპულ საქართველოს უკვე აქვს შემუშავებული გეგმა, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ბოკერია ამბობს, რომ თუ დროულად არ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, ეს ყველაფერი ისეთ ზიანს მოიტანს, რომელსაც უკან ვეღარ შემოვატრიალებთ

"ჩვენ გვესმის ყოველთვის, მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის გუნდისგან ის, რომ გლობალური პროცესებია, რეგიონული პრობლემებია და ათასი ამბავი უშლით ხელს. კი, ასეა ზოგჯერ, ამჯერად, ნამდვილად ეპიდემია არის დიდი ფაქტორი ამ მყისიერი საფრთხისა, მაგრამ მთავრობები ჰყავს ქვეყნებს იმისთვის, რომ ირეაგირონ ასეთ გამოწვევებზე. სწორედ ასეთ რეაგირებას, სწრაფს ვთავაზობთ ჩვენ. ამ დიდმა საფრთხემ მაინც გამოაფხიზლოს იქნება ეს გუნდი, რომ გადადგან სწრაფად ის ნაბიჯები, რასაც ვთავაზობთ. იმიტომ რომ, უნდა გვესმოდეს, ამ შემთხვევაში დაგვიანებამ შეიძლება უაზრობა გახადოს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა მყისიერად მომავალში," - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველო ხელისუფლებას სთავაზობს, რომ ეკონომიკურ მდგომარეობაზე კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად,  შემცირდეს გადასახადები, გატარდეს ძალიან მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და გაუქმდეს 2019 წელს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციები.

კომენტარები