კორონავირუსი

მადრიდის რეალის საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების წევრები კარანტინში არიან

0 კომენტარი

მადრიდის რეალის საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის წევრები კარანტინში არიან. საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მადრიდის რეალის განცხადებაში ვკითხულობთ, რეკომენდაციის მიხედვით, კარანტინში საფეხბურთო გუნდისა და საკალათბურთო გუნდების წევრები უნდა გადავიდნენ, რადგან ერთ სივრცეში ვარჯიშობენ. 

"ლა ლიგისა და ევროლიგის მატჩები, რომლებიც დღეს და ხვალ იყო ჩანიშნული, არ ჩატარდება", - წერია ოფიციალურ განცხადებაში. 

პარალელურად, გადაიდო ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, ლა ლიგის, მომდევნო ორი ტური. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მას შემდეგ გადახედავენ, რაც მადრიდის რეალის კარანტინი დასრულდება.

ესპანეთში კორონავირუსით 2 277 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 55, გამოჯანმრთელდა 183. 

გუშინ, 11 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები