კორონა და ეკონომიკა

ევრ. საქ. მთავრობას ეკონომიკაზე ვირუსის ეფექტის შესამცირებლად კონკრეტულ გეგმას სთავაზობს

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. მათ შორის ერთერთი მთავარი გადასახადების შემცირებაა. ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგა ბოკერიამ გამართეს.

ევროპულ საქართველოს უკვე აქვს შემუშავებული გეგმა, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და ამბობენ, რომ დაინტერესების შემთხვევაში, დეტალურად მიაწვდიან მთავრობას საკუთარ წინადადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარადგინეს. 

"ევროპული საქართველოს ხედვა არის, რომ პირველ რიგში შემცირდეს გადასახადები, და ამ გზით დავეხმაროთ ბიზნესს გადარჩეს და გადაარჩინოს სამუშაო ადგილები. 

ასევე აუცილებელია სასწრაფოდ გაუქმდეს ის მავნებლური რეგულაციები, რომლებიც შემოიღო მაგალითად, შარშან ეროვნულმა ბანკმა და რომლითაც უკვე შარშანვე დააზიანა სამშენებლო და საკრედიტო და საცალო გაყიდვების სექტორი. 

უნდა გატარდეს ძალიან მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა იმისთვის, რომ გადასახადების შემცირების ეფექტთან ერთად მაქსიმალურად შევძლოთ ლარის სტაბილიზაცია,"- ამბობს დავით ბაქრაძე.

ქმედითი და სწრაფი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს მთავრობას გიგა ბოკერიაც.

ბოკერია ამბობს, რომ თუ დროულად არ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ მყისიეს ქმედებებსაც აღარ ჰქონდეს აზრი.

"ჩვენ გვესმის ყოველთვის, მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის გუნდისგან ის, რომ გლობალური პროცესებია, რეგიონული პრობლემებია და ათასი ამბავი უშლით ხელს. კი, ასეა ზოგჯერ, ამჯერად, ნამდვილად ეპიდემია არის დიდი ფაქტორი ამ მყისიერი საფრთხისა, მაგრამ მთავრობები ჰყავს ქვეყნებს იმისთვის, რომ ირეაგირონ ასეთ გამოწვევებზე. სწორედ ასეთ რეაგირებას, სწრაფს ვთავაზობთ ჩვენ. ამ დიდმა საფრთხემ მაინც გამოაფხიზლოს იქნება ეს გუნდი, რომ გადადგან სწრაფად ის ნაბიჯები, რასაც ვთავაზობთ," - ამბობს ბოკერია.

კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა ევროპულმა საქართველომ რამდენიმე დღის წინ წარუდგინა საზოგადეობას:

1. საშემოსავლო გადასახადის 20%დან - 17%მდე შემცირება, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას თავიდან აგვაცილებს და 380 მილიონ ლარს დაუტოვებს ხალხს

2. ქონების გადასახადის განახევრება. რაც 195 მილიონ ლარს დაუტოვებს მეწარმეებსრაც ასევე სამუშაო ადგილების შემირებას შეაჩერებს

3. ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახიდს 25%ით შემცირება, რაც საწვავზე ფასს 8-10 თეთრით გააიაფებს და ზოგადად ხელს შეუშლის ფასების ზრდას ქვეყანაში მოცემული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორში 690 მილიონი ლარის დატოვებას. ეს საბიუჯეტო დანაკლისი აუცილებლად უნდა დაბალანსდეს ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯების შეკვეცით. 2012 წელთან შედარებით ქართულმა ოცნებამ 1 მილიარდი ლარით გაზარდა.

კომენტარები