ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 7.03 თეთრით, ხოლო ევროსთან - 5.54 თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან 7.03 თეთრით, ხოლო ევროსთან - 5.54 თეთრით გაუფასურდა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი 2.9494 ლარი ღირს, 1 ევრო კი - 3.3145 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქული ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა.

გასული კვირების მანძილზე ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით იზრდებოდა და 2019 წლის ივნისის შემდეგ ეროვნული ვალუტა ყველაზე მეტად იყო გამყარებული. თუმცა ბოლო დღეებში ლარი 15 თეთრზე მეტით გაუფასურდა დოლართან, ხოლო 20 თეთრზე მეტით - ევროსთან.

ეროვნული ბანკის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობა "მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა". სებ-ში აღნიშნავენ, რომ უწყება იმ შემთხვევაში გადადგამს ნაბიჯებს, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება წნეხი ინფლაციაზე.

კომენტარები