ლარის გაუფასურება

ბოლო ერთ კვირაში ლარი დოლართან 17 თეთრით, ევროსთან - 22 თეთრით გაუფასურდა

www.zonanews.ge

ბოლო ერთ კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 17 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით - 22 თეთრით გაუფასურდა.

6 მარტს 1 აშშ დოლარი 2.7735 ლარი ღირდა, 12 მარტის ვაჭრობის შედეგად კი, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება - 2.9494 ლარია.

რაც შეეხება ევროს, 6 მარტს მისი ღირებულება 3.0969 იყო, ახლა კი, 1 ევროს ფასი 3.3145 ლარია.

გასული კვირების მანძილზე ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით იზრდებოდა და 2019 წლის ივნისის შემდეგ ეროვნული ვალუტა ყველაზე მეტად იყო გამყარებული. თუმცა ბოლო დღეებში ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო.

ეროვნული ბანკის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობა "მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა". სებ-ში აღნიშნავენ, რომ უწყება იმ შემთხვევაში გადადგამს ნაბიჯებს, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება წნეხი ინფლაციაზე.

კომენტარები