ახალი კორონავირუსი

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

0 კომენტარი
ფოტო: University of Michigan News

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 1969 წელს დაბადებული ქალი, რომელიც ირანიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში მოათავსეს. როგორც ცნობილია, ქალს ქრონიკული დაავადებები სჭირდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ამ დროისთვის, უკვე გადაყვანილები არიან საკარანტინო ზონაში.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველა ინფიცირებული ირანში იმყოფებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები