კორონავირუსის გამო თბილისის ჯაზ-ფესტივალი გადაიდო

თბილსის ჯაზ-ფესტივალი

ახალი კორონავირუსის გამო, 25-28 მარტს დაგეგმილი თბილისის ჯაზ-ფესტივალი გადაიდო.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისთერნ პრომოუშენმა ეს გადაწყვეტილება ფესტივალში მონაწილე შემსრულებლებთან შეთანხმებით მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია თარიღი, თუ როდის ჩატარდება ფესტივალი, თუმცა, ჯაზ-ფესტივალის თარიღის ახლიდან დაანონსების შემდეგ, ძალაში დარჩება უკვე გაყიდული ბილეთები.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად შეაფასა და კიდევ ერთხელ გასცა რეკომენდაციების პაკეტი ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც ჰიგიენური ნომრების დაცვის, ასევე ხალხმრავალ ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდების რეკომენდაციებსაც.

მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შპს ისთერნ პრომოუშენსმა, ფესტივალში მონაწილე ვარსკვლავებთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, 25-28 მარტს დაგეგმილი თბილისის რიგით 23-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის გადადების თაობაზე. შესაბამისი მოლაპარაკებები შემსრულებლებთან უკვე მიმდინარეობს და ახალ თარიღებზე ინფორმაციას ახლო მომავალში მოგაწვდით.

ბუნებრივია, ფესტივალზე დასასწრები გაყიდული ბილეთები ძალაში რჩება".

კომენტარები