კორონავირუსის გამო სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

სახალხო დამცველის აპარატი

16 მარტიდან ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, რაც აპარატის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმს გულისხმობს.

"აღნიშნული არ ვრცელდება სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების საქმიანობაზე, ასევე, აპარატის იმ თანამშრომლებზე, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელია სახალხო დამცველის აპარატის კონსტიტუციური მანდატის უწყვეტი განხორციელებისთვის (მათ შორის, დახურულ დაწესებულებებში ვიზიტებისთვის)", - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ასევე, სახალხო დამცველის აპარატი დროებით აჩერებს მოქალაქეების მიღებას ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში.

მოქალაქეებს 24 საათიან რეჟიმში, როგორც ელექტრონულად, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით, შეეძლებათ განცხადებებისა და საჩივრების შეტანა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შეგიძლიათ მიმართოთ ელექტორნულ მისამართზე [email protected] და ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე - 1481.

კომენტარები