თვითიზოლაცია

შსს: თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, 3 პირი კარანტინში გადავიყვანეთ

Reuters

ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, 3 პირი კარანტინში გადაიყვანეს.

"შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს", - წერია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

პოლიცია მოქალაქეს, რომელიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, კარანტინში იძულებით მოათავსებს.

კომენტარები