იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით კიდევ 189 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1,016-მდე გაიზარდა.

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2,651 ახალი შემთხვევა, სულ კი ინფიცირების 15,113 შემთხვევაა აღრიცხული.

ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების იტალიაშია.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 132,993 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 68,891 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 4,946.

რაც შეეხება საქართველოს, 12 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 25 ადამიანი.

კომენტარები