EURO 2020

UEFA განიხილავს EURO 2020-ის გადადებას

0 კომენტარი

UEFA-ში 17 მარტს საგანგებო შეხვედრა გაიმართება, სადაც განხილულ საკითხებს შორის ისიც იქნება, გადაიდოს თუ არა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი.

ვიდეოკონფერენციაზე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო განიხილავს, რა ზომები უნდა მიიღონ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ.

ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის 12 ივნისიდან 12 ივილისამდე უნდა გამართულიყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, 11 ივლისიდან 1 აგვისტომდე ქალთა ევროპის ჩემპიონატიც იყო დაგეგმილი.

ევროპის მასშტაბით ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატებში ზოგიერთ მატჩზე გულშემატკივრების დასწრება აიკრძალა, ზოგიერთი კი გადაიდო.

12 მარტს ცნობილი გახდა ისიც, რომ გადაიდო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური თამაში მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალს შორის, რომელიც 17 მარტს უნდა გამართულიყო მანჩესტერში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები