იტალია

იტალიაში Pornhub პრემიუმ ვიდეოებზე წვდომას უფასოს ხდის

იტალიაში არსებული კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში Pornhub იტალიაში მცხოვრები ადამიანებისთვის პრემიუმ კონტენტის ვიდეოებზე წვდომას უფასოს ხდის.

კონტენტზე წვდომა უფასო 3 აპრიმალმდე იქნება.

"თვითიზოლაციის გადატანაში დასახმარებლად, მომდევნო თვე PornHub-ზე განთავსებული ვიდოების ნახვას უფასოდ შეძლებთ, საკრედიტო ბარათის მითითების გარეშე", - წერია PornHub-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 მარტს, კორონავირუსის გამო იტალია მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა თავშეყრის ადგილებში ყოფნა. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. მოსახლეობას სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მუშაობის ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლება.

ამ დროის მონაცემებით, იტალიაში ვირუსით ინფიცირების 15,113 შემთხვევაა აღრიცხული. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1,016-მდე გაიზარდა.

კომენტარები