კორონავირუსის გამო საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი გადაიდო

კორონავირუსის გამო, საქართველოსა და რუსეთის რაგბის მატჩი, რომელიც 14 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

"ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია "რაგბი ევროპამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე", - წერია საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

დღეს, მანამ სანამ მატჩი გადაიდებოდა, გავცელდა ინფომაცია, რომ საქართველო-რუსეთის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლიდა.

კომენტარები