კორონავირუსი

არსენალის მწვრთნელს, მიკელ არტეტას, კორონავირუსი დაუდგინდა

მიკელ არტეტა

არსენალის მწვრთნელს, მიკელ არტეტას, კორონავირუსი დაუდგინდა.

ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი იმედოვნებენ, რომ მალე დაუბრუნდებიან ვარჯიშსა და თამაშს.

"ჩვენი ხალხისა და აუდიტორიის ჯანმრთელობა პრიორიტეტია და სწორედ ამაზე ვარ ფოკუსირებულები. ჩვენ მიკელზე ვფიქრობთ, რომელიც იმედგაცრუებულია, თუმცა მხნედ არის. ვესაუბრებით ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც შეუძლიათ სიტუაციის მოგვარება და ვიმედოვნებთ, რომ სამედიცინო რეკომენდაციის შესაბამისად, მალე დავუბრუნდებით ვარჯიშსა და თამაშს", - წერია განცხადებაში.

კლუბისვე ინფორმაციით, ყველა ადამიანი, რომელსაც ბოლო ხანებში მიკელ არტეტასთან შეხება ჰქონდა კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები